შემოდგომაა


ის, რაც იქნება აწი შრომაა.
უკვე აგრილდა, შემოდგომაა.

ის, რაც დაგროვდა გულისწყრომაა.
ხალხი გამოვა, შემოდგომაა.

ის, რაც გვჭირდება ერთად დგომაა.
დაზამთრებამდე შემოდგომაა.

ის, რაც შეგვარცხვენს უკან ძრომაა.
რუსის დრო მიდის, შემოდგომაა.

#შემოდგომაა
#შეიცვალოს
#დაისაჯონ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი