შემოდგომაა


შემოდგომაა, მალე 
შედეგიც დაიდება.
სითბო, სიმწვანე ნელა
თვალს და ხელს შუა ქრება.

გაიცრიცება ალბათ
მოგონებების წყება.
ამბობენ, ცუდი მიდის
და მხოლოდ კარგი რჩება.

მალე გადაწყვეტს საკითხს
მოქალაქეთა კრება.
და გაიხსნება კარი.
და აღსრულდება ნება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი