თბილი ნიავი
თბილი ნიავი ამ შვიდ საღამოს, სახეზე ნაზად მელამუნება. დიდი შფოთის წინ, დიდი ბრძოლის წინ, განზრახ დამშვიდდა თითქოს ბუნება. წინ გველის მუხტი და მღელვარება, არეულობის გიჟი ცდუნება. წინ გველის მუშტი და შეძახილი, ტვინიც საკმაოდ გაიღუნება. იმედი რჩება, რომ ამ დღეებში არ წაგვიხდება ყველას გუნება. რომ აღსრულდება ხალხის სურვილი, ამოხეთქილი წყრომა, თუ ნება. თბილი ნიავი ამ შვიდ საღამოს, სახეზე ნაზად მელამუნება. დიდი შფოთის წინ, დიდი ბრძოლის წინ, განზრახ დამშვიდდა თითქოს ბუნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი