უმცირესობა


როდესაც მორიგ შეცდომას უშვებს,
როდესაც ტყუის უმრავლესობა...
მაშინ სწორად სჯის, მაგრამ ვერას ცვლის, 
ხშირად მართალი უმცირესობა.

როცა წესი და კანონი არის
უსამართლობა და უწესობა...
მაშინ სწორად სჯის, მაგრამ ვერას ცვლის, 
ხშირად მართალი უმცირესობა.

როდესაც მეფობს შური და ბოღმა,
სამშობლოს გულზე დანა ესობა..
მაშინ სწორად სჯის, მაგრამ ვერას ცვლის, 
ხშირად მართალი უმცირესობა.

ოდესმე ალბათ დადგება წამი, 
როცა მიხვდება უმრავლესობა, 
რომ თითქმის მუდამ სიმართლეს ამბობს, 
ხშირად მართალი უმცირესობა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი