ჩვენი ყველას ვალია


მერე რა, რომ პარასკევს
ყველამ ერთად დალია.
არჩევნებზე წამოსვლა
ჩვენი ყველას ვალია.

შენი სიტყვა ამ ერთ დღეს
ვითარცა კლდე სალია.
არჩევნებზე წამოსვლა
ჩვენი ყველას ვალია.

მოქალაქე რიგითი, 
თუ ხელისუფალია.
არჩევნებზე წამოსვლა
ჩვენი ყველას ვალია.

მნიშვნელობა არა აქვს
კაცია თუ ქალია.
არჩევნებზე წამოსვლა
ჩვენი ყველას ვალია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი