რასაც იმსახურებს


გააყალბა ქოცმა, 
ახლა იფაფხურებს. 
ხალხი იღებს იმას, 
რასაც იმსახურებს.

გაბრაზდება ბევრი, 
მაგრად გაახურებს.
ხალხი იღებს იმას, 
რასაც იმსახურებს.

ალბათ მოგვიქსევენ,
მსტოვრებს, მანდატურებს.
ხალხი იღებს იმას,
რასაც იმსახურებს.

ვეღარ შეგვაშინებს,
ვეღარ გაგვაცურებს. 
ხალხი იღებს იმას,
რასაც იმსახურებს.

#არჩევნები2020 #არჩარჩე #გაახურე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი