0 0 0
აბსოლუტური ნული
უკვე რუტინად მექცა,
მე შენი სიყვარული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
ალბათ თან უნდა მეთქვა,
როცა გაჩუქე გული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
ახლა ვზივარ და ვფიქრობ,
+ მეწამლება სული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
ალბათ აღარც კი გახსოვს,
როს იყავ მხიარული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
მივხვდი, რომ შენც არ მოგწონს,
ტრფობა ზღვარგადასული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
რით გაგიმთელო ისევ,
შენ გული დაბზარული?!
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
მინდა გაჩუქო დღესვე,
იმედი დაკარგული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული
ძნელი ყოფილა თურმე
სამშობლოს სიყვარული.
არითმეტიკა რთული -
#აბსოლუტურინული