0 0 20
გამოდი, წამოდი და მოდი ჩქარა!
მხოლოდ ფიქრი და
წერა არ კმარა...
გამოდი!.. გამოდი!..
#გამოდიჩქარა
გამოდი გარეთ,
რომ ვუთხრათ "არა"!
გამოდი!... წამოდი!...
და მოდი ჩქარა!
ჩვენ ხალხი გვქვია,
არ ვართ ცხვრის ფარა.
გამოდი!.. გამოდი!..
#გამოდიჩქარა
რაც იპარპაშეს
ეყოფათ, კმარა!
გამოდი!.. წამოდი!..
და მოდი ჩქარა!
ბოროტებას არ
მივიღებთ, არა.
გამოდი, გამოდი,
#გამოდიჩქარა
ძალადობას არ
შეგარჩენთ, არა.
გამოდი, წამოდი
და მოდი ჩქარა!
სიყალბეს ვეღარ
გაბედავთ, არა.
გამოდი, გამოდი,
#გამოდიჩქარა
მონურად თავს არ
დაგიხრით, არა.
გამოდი, წამოდი
და მოდი ჩქარა!
#გამოდიჩქარა #მოდიაქ #კმარა #არა
#გამოდი #წამოდი #დამოდიჩქარა