პიკეტირება


სპეციფიკური ფორმით გრძელდება,
ერის სიბრაზის დემონსტრირება.
შესასვლელებთან დგება ხალხი და
იწყება დილის #პიკეტირება

ვეღარ უშველით უნამუსოებს
რობოკოპების პატრულირება.
შესასვლელებთან დგება ხალხი და
ხდება შუადღის #პიკეტირება

გაუჭირდებათ მოღალატეებს,
საკუთარ ხალხთან ინტეგრირება.
შესასვლელებთან დგება ხალხი და
ხდება საღამოს #პიკეტირება

აღარ გაუვათ ხალხთან თამაში,
გამოსირება და დაშნირება.
შესასვლელებთან დგება ხალხი და
იწყება ღამის #პიკეტირება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი