გაპატიებ? ვერა!


დამინგრიე სახლი,
გამითელე კერა.
ბოროტებას თესავ.
გაპატიებ? ვერა.

ნარცისულად გიყვარს
ეკრანიდან მზერა.
ბოროტებას თესავ.
გაპატიებ? ვერა!

ვერ გექნება, მტერო,
ჩვენი მხარდაჭერა.
ბოროტებას თესავ.
გაპატიებ? ვერა!

აირჩიე თავად
მუქარა და ბღვერა 
ბოროტებას თესავ.
გაპატიებ? ვერა!

არ გვჭირდება შენი
ცეკვა და სიმღერა.
ბოროტებას თესავ.
გაპატიებ? ვერა!

#დაისაჯოსმოძალადე
#დაისაჯოსჯალათი
#დაისაჯოსსადისტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი