#ოცდახუთსადეკემბერსა


რუსებთან რომ აღარ გვინდა,
აუხსენით ერსა, ბერსა.
შობა უნდა აღინიშნოს 
ოცდახუთსა დეკემბერსა.

კირილი და მისი მრევლი,
მადლი ღმერთსა, ფერი ფერსა.
შობა უნდა აღინიშნოს
ოცდახუთსა დეკემბერსა.

იმედია, რომ ოდესმე 
ჩვენ განვდევნით ჩრდილო მტერსა.
შობა უნდა აღინიშნოს 
ოცდახუთსა დეკემბერსა.

დავუჯეროთ პატრიოტებს,
მათ, ვინც მტერს არ უალერსა.
შობა უნდა აღინიშნოს
ოცხდახუთსა დეკემბერსა.

მე ვერ ვიტყვი კახაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა.
შობა უნდა აღინიშნოს
ოცდახუთსა დეკემბერსა.

გაუმარჯოს იმ თბილ სიოს
დასავლეთით მონაბერსა.
შობა უნდა აღინიშნოს
ოცდახუთსა დეკემბერსა.

#ოცდახუთსადეკემბერსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი