მოძალადეთა პიკეტირება


მოქალაქეთა მძიმე ტვირთია,
მოძალადისთვის დედის ტირება.
დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს
მოძალადეთა პიკეტირება.

ყველა ეტაპზე საჭირო არის 
გაკეთდეს სწორი ტარგეტირება.
უნდა ხდებოდეს ცხადი მესიჯის
პერმანენტული აქცენტირება.

არ გამოგვჩეს და არ დაგვავიწყდეს
მთავარ მიზანზე ფოკუსირება.
დაიგეგმოს და განხორციელდეს
ძალების სრული კონცენტრირება.

მოქალაქეთა მძიმე ტვირთია,
მოძალადისთვის დედის ტირება.
დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს
მოძალადეთა პიკეტირება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი