აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!!
თუკი გინდა შოუ და ზემოდან პური, აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! სამშობლოს სჭირდება შენი სამსახური. მოდი, ნუ იქნები აპოლიტიკური. თანდგომა გვინდა ძმური, ანაც დური. აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! არ დაუშვა ტვინში ხელების ფათური. მოდი, ნუ იქნები, აპოლიტიკური. ნუღარ იყრი ნაცარს, მოიბანე მური. აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! მოსკოვს ამჯობინე მცირე ევროტური. მოდი, ნუ იქნები აპოლიტიკური. მოიხდინე ჰავა დედაქალაქური. აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! ზოგჯერ მეგობრული, ხან ამხანაგური. მოდი, ნუ იქნები აპოლიტიკური. სულ ბოლომდე არის მტერი გასაწური. აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! მისაღები იყოს უნდა ყველა ჯური მოდი, აღარ იყო აპოლიტიკური. მომისმინე კარგად, არ დამიგდო ყური. აღარ უნდა იყო აპოლიტიკური!!! #აღარუნდაიყოაპოლიტიკური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი