კონსპირაციის თეორიები


ერთი მიზანი ჩვენ გვამოძრავებს,
უნდა გავუშვათ შორს ბორიები.
ტექსტი ღიაა და არ გვჭირდება
კონსპირაციის თეორიები.

მოძრაობა და მოძრაობაა...
უნდა დაიწვას კალორიები.
გეგმა ცხადია და არ გვჭირდება
კონსპირაციის თეორიები.

ვიღაც ამბობს, რომ მასონი მართავს,
ატეხილია რია-რიები.
ხალხი იცინის და არ გვჭირდება
კონსპირაციის თეორიები.

მოღალატეთა ჯგრომ დაიმართა
ვომიტუსნი და დიარიები.
უნდა გავყაროთ და არ გვჭირდება
კონსპირაციის თეორიები.

ამ ოპერაში ხალხი იმარჯვებს
მისი სამღერია არიები.
რუსებს ვაჯობებთ და არ გვჭირდება
კონსპირაციის თეორიები.

#არარუსულტერორისტულრეჟიმს
#კონსპირაციისთეორიები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი