დაგღუპავს ეგ ღლიცინი
გატყუებენ, იცინი... გაფურთხებენ, იცინი... ჯერ ვერ აცნობიერებ, დაგღუპავს ეგ ღლიცინი. ძაღლივით გსიამოვნებს გულ-მუცელზე ხიცინი. იქნებ მიხვდე ოდესმე, დაგღუპავს ეგ ღლიცინი. დორბლი მოგდის, გაოგნებს ბანკნოტების ტკიცინი. კარგად უნდა გაიგო, დაგღუპავს ეგ ღლიცინი. უკან ნუღარ უძვრები, გეყო კუდის ქიცინი... ვერ გიშველის ვერავინ, დაგღუპავს ეგ ღლიცინი. ჩირქის გროვად იქეცი გინდა სინტომიცინი. სამარეში ჩაგიყვანს, დაგღუპავს ეგ ღლიცინი. #არარუსულტერორისტულრეჟიმს #დაგღუპავსეგღლიცინი #დაადუმერუსეთუმე #გააგდექოცი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი