დაიდო კადრები


დაიდო კადრები, 
დახურეთ ტაძრები,
ძაძებით შემოსილთ 
მიეცით ჩადრები.

დაიდო კადრები,
ნუღარ იბადრები,
წავიდნენ ბორისნი,
წავიდნენ ბადრები.

დაიდო კადრები,
უცქერენ პადრები.
თავების დახრით და
თავგადაყადრებით.

ავების კადრებით
თავად იღადრები.
კადრების მოტანილს 
წაიღებს კადრები.

#კადრებისმოტანილსწაიღებსკადრები
#შეიცვალოსმოძალადეხელისუფლება
#დაისაჯონმოძალადეები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი