ჩვენ ვართ კანიბალები!
უსუსური კაცები და აშარი ქალები. ჩვენ ვართ სისხლისმსმელები! ჩვენ ვართ კანიბალები! არც სამშობლო გვიყვარს ჩვენ და არც კლდენი სალები, ფირუზი და ზურმუხტი, იაგუნდი, ლალები. ამერიკის გრანტები და ევროპის ვალები. მკაცრ სანქციებს, იცოდე, ვეღარ დაემალები. უსწავლელნი, უბირნი, უზნეონი, მხდალები. სნეულს როცა არ ინდობ, არვის შეებრალები. მდაბიონი და ბნელნი, ჩმორი მაჩანჩალები. ჩვენ ვართ სისხლისმსმელები! ჩვენ ვართ კანიბალები! #ბედნიერიერი #ერიბედნიერი #ჩვენვართკანიბალები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი