0 0 21
#ერიბედნიერი
მოძალადე ბერი...
#ერიბედნიერი
რუსი პრემიერი...
#ერიბედნიერი
ოსური მესერი...
#ერიბედნიერი
აფხაზური კვერი...
#ერიბედნიერი
პრეზიდენტი შტერი...
#ერიბედნიერი
და "პიჟონი" მერი...
#ერიბედნიერი
ფაროსანა მწერი...
#ერიბედნიერი
ახვევია მტერი
#ერიბედნიერი
ჰაკიმი ჰაკერი...
#ერიბედნიერი
ციკანივით მზერით...
#ერიბედნიერი
დაიღლები ცქერით...
#ერიბედნიერი
მხუთავი ჰაერით...
#ერიბედნიერი
ჩუმი, ზომიერი...
#ერიბედნიერი
ზოგიც გონიერი...
#ერიბედნიერი
მადა ღონიერი...
#ერიბედნიერი
მძიმე ცნობიერი...
#ერიბედნიერი
ჯალათი ოპერი...
#ერიბედნიერი
სადისტი ზონდერი...
#ერიბედნიერი
ტანკი, ბეტეერი...
#ერიბედნიერი
მოდის ოდეერი...
#ერიბედნიერი
კვარცი და გიშერი...
#ერიბედნიერი
ცხოვრება ლაქშერი...
#ერიბედნიერი
ორმო არის ქერის...
#ერიბედნიერი
მომე ერთი ღერი...
#ერიბედნიერი
აგიწიე ცერი
#ერიბედნიერი
დროშა მრავალფერი
#ერიბედნიერი
არის შენი ჯერი
#ერიბედნიერი
რომ გქონდეს იერი
#ერიბედნიერი
დღე არ დაიბერო
#ერობედნიერო
მზე არ დაიბნელო
#ერობედნიერო
რაც მე აღგიწერო
#ერობედნიერო
დროა შეაჩერო!
#ერობედნიერო