0 0 15
ბოტები და ტროლები
მას შემდეგ, რაც წაშალეს
ბოტები და ტროლები,
აღმოჩნდა, რომ გვყოლია
შვილები და ცოლები :D
მას შემდეგ, რაც გაუქმდნენ
ტროლები და ბოტები,
სხვანაირად აჟღერდნენ
მელოდიის ნოტები :D
მას შემდეგ, რაც წაშალეს
ბოტები და ტროლები,
ფეისბუქში ვიპოვე
ჩემი თანატოლები :D
მას შემდეგ, რაც გაუქმდნენ
ტროლები და ბოტები,
დრამატულად შემცირდნენ
ლურჯი კაშალოტები :D
მას შემდეგ, რაც წაშალეს
ბოტები და ტროლები,
უჩვეულოდ დამშვიდდა
ქართველების ვოლები :D
მას შემდეგ, რაც გაუქმდნენ
ტროლები და ბოტები.
მთავრობას და "ოცნებას"
დაესხიპათ ტოტები :D
მას შემდეგ, რაც წაშალეს
ბოტები და ტროლები.
დასცეს ბუკი-ნაღარა,
ვაბრახუნეთ დოლები :D
მას შემდეგ, რაც გაუქმდნენ
ტროლები და ბოტები.
აწი რაღა მიჭირს მე,
აწი მშვიდად მოვკვდები :D