გაკვირდებიან
ჩუმად სხედან და მარტივი სქროლვით გაკვირდებიან. კარგად იციან, რომ შენ ისინი დაგჭირდებიან. გადაგაგდებენ მას შემდეგ, რაც შენ დაგპირდებიან. გაღორდებიან და ხანდახანაც გავირდებიან. ზღვის ტალღასავით მოულოდნელად აზვირთდებიან. შენს პრობლემებზე ნიანგის ცრემლით ატირდებიან. მოინდომებენ, და ამ ნდომაზე ახირდებიან. მარტივ რამეზე სიხარულისგან ჩაბჟირდებიან. როცა დრო მოვა, კარგად იცოდე, აყვირდებიან. მანამ კი ჩუმად ფლეგმატიკურად გაკვირდებიან. #გაკვირდებიან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი