ოღონდ ახლა ძველით 🎄
ახალი წლის მერე კვლავ ახალ წელს ველით. მოგილოცავთ ისევ, ოღონდ ახლა ძველით 🎄 მოვამზადებთ ძეგლებს, ხორცით არა, ყველით. დავიმშვიდებთ თავებს რუსი დათვის ბელით. პრობლემებით ვხვდებით, ძველით, შარშანდელით. ვერ განვვითარდებით ტემპით ასე ნელით. თავს ვერ შევაფარებთ სახლს, დახურულს სელით. სათიბს ვერ გავთიბავთ ძველებური ცელით. სიკეთეს ვერ ვიზამთ მოღერებულ ყელით. მძიმე ტვირთს ვერ ვზიდავთ გაკავებულ წელით. საქმე გვინდა ახლა, გვეყო სიტყვა მწველი. დიდი ზღვები გვინდა, ფონს ვერ გავალთ ღელით. განსაცდელი გველის მოღალატის ხელით, შემოსევით გველის და კორიანტელით. ახალი წლის მერე კვლავ ახალ წელს ველით. მოგილოცავთ ისევ, ოღონდ ახლა ძველით 🎄 #ფიფქებიცვივადაფიფქებიმღერიან #სულჯინგლბელზ #თენდებათენდება #ლასთქრისთმას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი