0 0 24
უკრაინა 🇺🇦
წლებით ადრე ხელმოწერით
მან ერთობა აღიდგინა.
დების, ძმების რესპუბლიკას
ეწოდება უკრაინა 🇺🇦
რუსეთმა ვერ დააჩოქა,
წუთითაც ვერ შეაშინა.
ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს
ეწოდება უკრაინა 🇺🇦
უტევს მტერი, მიდის ახლოს,
რუსს დიდხანს არ ჩაეძინა.
სლავი ხალხის ქვეყანაა
და მას ჰქვია უკრაინა 🇺🇦
ანტინატო ისტერიამ
ირგვლივ ყველა გააცინა.
ის გახდება ნატოს წევრი
და მას ჰქვია უკრაინა 🇺🇦
გაიმარჯვებს, ვიტყვით ერთად,
"ბნელს ნათელი მოეფინა!"
ქვეყანაა მრავლისშემძლე
გაიმარჯვებს უკრაინა 🇺🇦
შეეშვიო, უთხრეს ბევრჯერ,
რუსმა ეს არ შეისმინა.
დაამარცხებს საბოლოოდ,
გაიმარჯვებს უკრაინა 🇺🇦
ივაჟკაცა და გაბედა,
მტერს თამამად შეაგინა.
აისრულებს გულის წადილს
და წინ წავა უკრაინა 🇺🇦
ქართველები უყვარს ძლიერ,
აგრძნობინებს თავს ვით შინა.
საქართველოს მოკავშირე,
მეგობარი უკრაინა 🇺🇦
უნდა, ევროპულ კავშირში,
რომ დაიდოს მალე ბინა.
უკრაინა ევროპაა
ევროპაა უკრაინა 🇺🇦
ვიცი, ფეხსაც ვეღარ მოსჭამს
ვერც პუტინი, ვერც პუტინა.
კეთილი აჯობებს ბოროტს,
იზეიმებს უკრაინა 🇺🇦
#isupportukraine 🇺🇦
#istandwithukraine 🇺🇦
#glorytoukraine 🇺🇦
#glorytoheroes 🇺🇦