ჩემო საქართველო


ჩემო საქართველო,
ჩემო თვალის ჩინო,
მოძრაობა გინდა
ვერ გიშველის ღვინო.

მინდა იმოქმედო
და წარმოიდგინო, 
გრძელი დისტანცია 
სწრაფად გაირბინო.

შენი კარგის მსურველს
კარგად მოუსმინო,
თუ შემოგიძახოს,
შენ არ შეაგინო.

მოამაგეს სიტყვა
არ შეაწყვეტინო.
გულანთებულ შვილებს
გული არ ატკინო.

დაიტირო გმირი,
ცრემლი მოიდინო,
მისი გახსენება
წესად დაიდგინო.

ავად მომხვდურს სახლი
არ დაანგრევინო,
ისტორია ფეხქვეშ
არ გაათელინო.

გათამამებული
მტერი არონინო
და გამარჯვებულმა
ბოლოს გაიცინო.

ბედნიერმა შენთვის
ტკბილად იღიღინო
და ღიმილი წრფელი
სახეს მოიფინო.

ჩემო საქართველო,
აღარ დაიძინო.
ჩემო თვალის ჩინო,
აღარ მოითმინო.

#არჩარჩე #არშეეგუო #არდათმო #არა
#თქვიარა #გაახურე #დაახურე
#დაუმორჩილებლობა #არშეასრულო 
#წინააღმდეგობა #არდანებდე
#გამოდი #სამშობლოსსამსახურში ✊🇬🇪
#აღარდაიძინო #აღარმოითმინო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი