#პოლიტიკურიპორნოგრაფია


უკვე რამდენი 
წელია ხედავ,
ქვეყანას მართავს 
ბნელი მაფია.
ჩართე კამერა და ჩაიწერე
#პოლიტიკურიპორნოგრაფია

პორნო ვარსკვლავებს 
შენ თვალს ადევნებ,
ზოგი მკაცრია, 
ზოგი სწრაფია.
დღისით და მზისით ეკრანებზეა 
#პოლიტიკურიპორნოგრაფია

გადასაღები 
venue ბევრია,
პარლამენტია, 
"პარაგრაფია".
ჩართე კამერა და ჩაიწერე
#პოლიტიკურიპორნოგრაფია

ამათი ყოფნა 
პოზიციებზე,
მოქალაქეთა 
თავზე ლაფია.
დღისით და მზისით ეკრანებზეა
#პოლიტიკურიპორნოგრაფია

თუ სამდე ნახავ 
რუსულ წარწერას,
ეს რეჟისორის 
ავტოგრაფია.
ჩართე კამერა და ჩაიწერე
#პოლიტიკურიპორნოგრაფია

გრძელი სფიჩები, 
დაპირებები
ეს გასაპარსი 
ხალხის ქაფია.
დღისით და მზისით ეკრანებზეა
#პოლიტიკურიპორნოფრაფია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი