ნეკროფილია vs. ნეკროფაგია


ზოგი ფიქრობდა, 
ნეკროფილია,
რადგან აგრეთვე
მოკლეს ილია.
მაგრამ აღმოჩნდა
მდარე მაგია,
ერის სენია
ნეკროფაგია.

ტერიტორია,
ფეხსადგილია,
მოსახლეობა
ნეკროფილია.
ვიღაც ამბობდა,
ფეხსალაგია,
ეს ბრბო უბრალოდ,
ნეკროფაგია.

ზოგი ფუტურო
იმბეცილია,
არ იცის რაა
ნეკროფილია.
ზოგი მკვლელი და
ავაზაკია,
არ იცნობს ტერმინს
ნეკროფაგია.

მათი ნაწილი
ღორის ტილია,
ფეხზე დაისვი,
ნეკროფილია.
პარაზიტი და 
მავნე ბაგია,
თან მოწოდებით 
ნეკროფაგია.

#ბენიერიერი #ერიბედნიერი
#ნეკროფილია #ნეკროფაგია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი