დაუმორჩილებლობა


როცა გმართავს მავანი,
გზღუდავს კანონმდებლობა,
მაშინ გამოსავალია
დაუმორჩილებლობა. 

როცა გმოძღვრავს უბირი,
უნდა მასწავლებლობა,
მაშინ გამოსავალია 
დაუმორჩილებლობა. 

როცა საზღვრებს სცილდება
ბილწი მაამებლობა,
მაშინ გამოსავალია
დაუმორჩილებლობა. 

როცა რელიგიაა
ერესი, მწვალებლობა.
მაშინ გამოსავალია
დაუმორჩილებლობა. 

როცა ფეხქვეშ გათელეს
შენი აღმსარებლობა.
მაშინ გამოსავალია
დაუმორჩილებლობა. 

როცა მონობად გიქციეს
დამოუკიდებლობა,
მაშინ გამოსავალია 
დაუმორჩილებლობა.

#არჩარჩე #არშეეგუო #არდათმო #არა
#თქვიარა #გაახურე ✊ #დაახურე 👊
#დაუმორჩილებლობა #არშეასრულო 
#წინააღმდეგობა #არდანებდე
#გამოდი #სამშობლოსსამსახურში✌🇬🇪
#აღარდაიძინო #აღარმოითმინო
#რეჟიმიპოლიციური
#დაისაჯონმოძალადეპოლიციელები
#ამსისტემისდედაც

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი