დაიკიდე, შეეგუე
ის, რაც გღუპავს, მორჩილება, ტყუილია და სიცრუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. თავი ახლაც მოიტყუე, როგორც ადრე მოიტყუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. შორისდებულს ბევრს იპოვი, "არა, ძმაო, ე, ე, უ, ე..." თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. დაბოლდი და დააბოლე, თავი უშნოდ გაიბრუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. მოძალადეს დაუყვავე, გაუწექი, შეეპუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. ჩინოვნიკებს ეპირფერე, დაუთმე და გააქსუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე შეეგუე. მტაცებელი გაასუქე, ღიპი უფრო გაუფუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. ბოლოს თქვი, რომ მტყუანი ხარ და კუდიც ამოიძუე. თუ გინდა, რომ მონა იყო, დაიკიდე, შეეგუე. #არდაიკიდო #არშეეგუო #თქვიარა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი