შენ შეგიძლია


შენ შეგიძლია, სულ არ იბრძოლო,
როცა შედეგი გასაგებია
და არ წააგო გარდაუვალად
ის, რაც იცი, რომ წასაგებია.

#შენშეგიძლია

შენ შეგიძლია, მუდამ გახსოვდეს,
რომ დამნაშავე ხშირად რუსია
და ორგანიზმის სწორი პასუხი
ამ ყველაფერზე ვომიტუსია.

#შენშეგიძლია

შენ შეგიძლია, თავი მოიკლა, 
როცა იცი, რომ ყველას ჰკიდია,
თუმც ყველაფერზე წამგებიანი 
გამოსავალი სუიციდია.

#შენშეგიძლია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი