4 აჟიტირებული ჰაიკუ


აჟიტირებული ჰაიკუ I

ეპატაჟია
კომერციული სექსი.
ესეც სტაჟია.



აჟიტირებული ჰაიკუ II

ანტურაჟია
ეს ზამთარი. გრძელია 
სრულმეტრაჟია.



აჟიტირებული ჰაიკუ III

ეკიპაჟია
ახალი ბენთლის. ძველიც
მარიაჟია.



აჟიტირებული ჰაიკუ IV

ეს მონტაჟია,
მართლა კი არ თოვს. ქვაა
რიყის, კაჟია.



#haikuoftheday
#haikuchallenge
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი