სადღაც ხმაურისა და სიჩუმის გზაგასაყარზე


ისმის ხმაური ირგვლივ და ძველებურ პროცესიას მიჰყვება გონება ჩემი.

დღეს უსაშველო სიმძიმით დამაწვა ლოდი,სევდისა და იმ ტკივილის,რომელსაც მარტოსულების ბრძოლა ჰქვია.

დღეს 27 მაისს,ცას შევნატროდი ჩემთვის ღამით ვარსკვლავები ეჩუქებინა,თუმცა ვარსკვლავები საერთოდ არ ჩანს.

ან იქნებ არის კიდეც,უბრალოდ ჩემი გონება ვეღარ აღიქვამს მათ ისე,როგორც ადრე. ვფიქრობ ყველაფერი,რაც ანათებს თუ ლამაზია,ჩემთვის მიიკარგა შარშანდელი თოვლივით.
ახლა ზუსტად შუა ღამეა,მე კვლავ კალამი მაქვს ხელში და განა ვიცი რა უნდა დავწერო? არა,უბრალოდ ვსაუბრობ ჩემს ფიქრებს.

დღეს მძიმედ ვარ. ცეცხლი უკიდია ჩემ სულს,რაღაცნაირად გაძარცვული ვარ,ვით შემოდგომაზე ზამთარს მომლოდინე უფოთლო ხეები,ზოგჯერ სწორედ ის მტვერი ვარ,ასფალტზე დაგდებულ ფოთოლს მანქანა რომ მიაყრის.
არვიცი,საკუთარ თავს ამას რატომ ვადარებ,მაგრამ სხვა ვერაფერზე მეფიქრება.
ზოგჯერ მინდება გაუჩინარება,იცი? მაგრამ განა სად უნდა წავიდე? მე რომ წავიდე,ვიცი მერე მისი მზერა ვეღარსად უნდა ვნახო,რადგან ზოგადად პრინციპული ვარ.
როცა რამეს ვაკეთებ,იმაში ყოველთვის ჩემ მაქსიმუმს ვდებ.
მე რომ წავიდე და შორეთს შევენისლო,
მერე ვინ დაუწერს ლექსებს აღელვებულ შავ ზღვას,
რომლის ხმაური,ახლაც კი არღვევს ჩემი ფიქრების წყობას.
დღეს და გუშინ ისე დასრულდა დღე,ჩემს ფიქრებს კავალერი არ ჰყოლიათ.
ძირითადად სულ ასე სრულდება,აქა იქ გამოერევა ხოლმე უცვლელი კავალერია და ზოგჯერ უსმენს ჩემს ნაფიქრელს.
მაგრამ სასაცილოა,განა მე მოვუსმენდი ამგვარი ფიქრების პოლიგონიას? არვიცი.
თუმცა ჯერ არასდროს გადავხსნილვარ ვით წიგნი,ვინმეს წინაშე.
მისთვისაც კი ბოლო გვერდი ვარ წიგნის,რომლის დასრულება ჯერ არ გადაუწყვიტავს.

28 მაისი თენდება.
აღარ ვიცი მერამდენე დილა თენდება შენზე ფიქრებსა და ოცნებაში.
ჩემი სული ნესტიანი კედლებივით იბზარება.
მარტოსული და მარტომდგომი ვარ,
ახლა დანიელი ვარ ვეფხვებში.
ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო,რადგან ვიცი მოვა დრო და მეც ავინთები.
ავინთები?
სულაც არა,
უკვე ანთია ჩემში კელაპტარი კარგა ხანია,
მაგრამ მას ქარი უბერავს ხშირად,
ვლოცულობ,ის დღე ნუ დადგება რომ მას ჩამიქრობს,
თორემ ნეც მას გავყვები და დავიკარგები უაზროო სინანულისგან გამოწვეულ წყვდიადში.
თუმცა საბოლოო ფაზა,არის ის რომ თავი არ უნდა გავიმარტოო,
თორემ რამდენჯერაც ეგ ვქენი,იმდენჯერ დავკარგე საკუთარი თავის იმედი.
იმედი?
რა იმედებზეა საუბარი,
ჩემმა იმედებმა ჯერ ჩემ ოცნებებს გაუთხარა სამარე,დააყარა მიწა,
და შემდეგ მის გვერდით დაიფლო თავი.
ორთქლდება ყველაფერი რასაც ეს გული ითხოვს და იწამებს.
ხოდა მეც მივყვები იმ გზას,რომელიც სრულიად ჩახსნილია ყოველგვარი მოლოდინისგან, ვცდილობ მივიღო ის, რასაც ჩემი ნაბიჯები მოიტანს,
და რომ არ მივიღო,რა შეიცვლება.
დილემა,ყოველთვის არ ნიშნავს არჩევანის საშუალებას.

დაე დამკვიდრდეს წყვდიადი,
დილის სილაჟვარდეს მიაყურადებს თვალი და კვლავ ვიხილავ ჩემეულ გამარჯვებას,მაისის ქარებში განავარდებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი