ჭაობი
დღესაც ჩვეულებისამებრ ვაყურადებ შავი ზღვის ნაპირას ღამის სიმძიმილს. მხოლოდ ტალღების ხმა ჰფენს შვებას უკუნისეულ სიჩუმეს. ლამპიონების შუქი გზას მინათებს და ფიქრებს მიფრთხობს. ამ ქალაქში არაფერი იცვლება, გარდა ვარსკვლავთა წყობისა. ზოგჯერ მგონია რომ ამ ქალაქში ყველას ყავს ვინმე ვინც მათ ელოდება, გარდა იმ ხალხისა რომლებიც ღამეს აკვირდებიან. თუ არ იქნება ღამე,იქნება ჭაობი, რომელიც გახდება შენი ბოლო გზა, შენი უკანასკნელი მეგობარი. ბრძოლა,რომელიც ჭაობსა და ღამეს შორის უნდა გაატარო, არის ჭიდილი,რომელიც არასდროს მთავრდება, და ის რაც,არასდროს მთავრდება არის ტკბობა ქმედებაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი