წვიმს..მოდიან მუზები
ღამდება…წვიმს და დღესაც ვათენებ, ეს ღამე მომიტანს ლექსებს და შენს სახეს ბნელი მე მაჩვენებს, და ბნელი უეცრად გადასხვაფერდა. წვიმს..მუზები მოდიან, მიჭირს,რომ უშენოდ ვსეირნობ, ღამეა და ვიწყებ ფორიაქს, უშენოდ ვერაფრით ვხეირობ. ღამეა,არ მიჭირს არა და… არადა ხომ იცით ფურცლებო, გასაჭირს,რამდენჯერ გავმცდარვარ, ავად ვარ და მიტომ მოგიხმეთ - მუზებო - დამთავრდა,თუმცაღა დაიწყოს, ლექსებით გაივსოს გვერდები, რაც შენთვის დავწერე მე მინდა გაიგო შენამდეც მოვიდეს,ვეცდები. წვიმს…ეშველათ ყვავილებს, მცხუნვარე მზისაგან გადაღლილთ, წავალ და ამ ფიქრებს წავიღებ… სიშორეს წავყვები,სისოვლით. ღამდება…წვიმს და დღესაც ვათენებ, ეს ღამეც ძველებურ ნატვრას მიზრახავს, ნება მაქვს,არასდროს გაგეშვე, ვცდილობ და იცოდე მიყვარხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი