კენტად დამიღამდა
ცუდი ღამეა,ვარსკვლავები უფრო მუქდება, სასეირნოდაც არ მიმიღეს დღეს ამ ფილებმა, უთუოდ ეს ღამეც ლექსით სრულდება, და სიამაყე იქცა ისევ მღვრიე ფიქრებად. გამოიდაროს,დამსდევს ახლა ამის სურვილი, გარშემო ისევ წყვდიადია ჩამოწოლილი, ჩემკენ არავინ,ჩემკენ ისევ სრული დუმილი, და ის ბავშვური სევდა,იმ წლებიდან გადმოყოლილი. მიდის გზა,მაგრამ არა მთვარე, არა მზე,არა ნორჩი ია,არა ვარდები, მხოლოდ მე და ბნელი ღამე, და ვარსკვლავები დავიკარგებით. მძულს მდუმარება,ყურადღება არც კი მჭირდება, მძულს? არა მიყვარს,შენაჩვევი გრძნობის ალერსი, მე უმადური კი არა ვარ,ყოფა მზიზღდება, რადგან უნებურ ტკივილების ტბაში ჩავეშვი. ჭაობი ნესტი,ნესტი ჭაობი, ორად ორი რამ სუფევს აქ ირგვლივ, მე კი პოეტი,პოეტი მე კი ისევ იგივე დარდებს დავითვლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი