Un rêve ancien. (ძველი ოცნება)
ნეტავ სად მიაქვთ ქარებს, დამწვარ ოცნების შავი ნაცარი, ნეტავ თუ ხვდებიან იმ მხარეს, სადაც მე გზები თავად დავფალი. მივალ,არა მსდევს თან მოგონება, მხოლოდ დღიური ფუსფუსის შემდეგ, მოვა ჩემამდე ძველი ოცნება, და ძველებურად ბოლთას დამცემენ. მიკვირს,რად მერგო ბედი ამგავრი, სახტად დამტოვა ჩემეულ ყოფამ, ჩემი ოცნება ახლა დამწვარი, ზის ჩემს ოთახში და ძლიერ მოსთქვამს. დღესაც დამიფრთხო მე სასთუმალი, შენზე უაზროდ ნაშობმა ფიქრმა, მოულოდნელი თითქოს სტუმარი, დგას ამ კარების ზღრუბლების მიღმა. არ შემოვიდეს,ითხოვა ტვინმა, თუმცაღა გულმა მოიპატიჟა, და დღესაც ისევ ჩვეული რიტმა, გამოიძერწა,ჩემეულ ჰიმნად. შენ ვერ ხედავდი და არც გესმოდა, ქარების,რომლებიც ჩემსკენ მოჰქროდნენ, არც ის,რომ გული ჩემი გეტრფოდა, და ღიმილები შენსკენ მომქონდნენ. ნეტავ ქარებმა იციან მაინც? რარიგად მღუპავს ამგვარი ყოფა, დღეს კართან ისევ იშვა ოცნება, და ისევ ისე დაიწყო მოთქმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი