Tibi(შენთვის)
სიცარიელე,რომელიც თან სდევს, გაუცხოებას და შენგან წასვლას, შორეულ გზაზე სიყვარულს გაჰკვეთს, და მომანიჭებს სულიერ ვარდნას. შენი თვალები ჩემ თვალებს ატკენს, შენი ღიმილით წამოთოვს ღამით, შენი თმა ჩემთვის არაფერს ავლენს, რადგან წახვედი მაინცდამაინც. სიშორეს ფანტავს შენი სახელი, თითქოს ნანაა მშობლის ნამღერი, მაგრამ ხომ მაინც არის სათქმელი, რომ შენ წახვედი,რომ შენ წახვედი. რომ შენ წახვედი,მიტომაც წავალ, მიტომაც შორზე გადავდებ ხიდებს, მიტომაც ამგვარ გეგმებს დავხაზავ, და აღარ ვნახავ შენეულ სიზმრებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი