ზურაბ გორგილაძე
ლექსის კარავი ჩამოდგი თეთრი, ქათქათა ღრუბლიდან, ცაზე მზე იწვა წითელი გამოგზავნილი უფლიდან. რითმები გულში აყვავდა, ვით ნამი თვალზე ნაპური, ცინცხალი მეტაფორები, გულზე ჯვარამოქარგული. ჰანგი გულში აამღერე, ცეცხლად ჩამოიღვენთე, ჩაუმქრალო სიკვდილამდე პოეზიის მზედ ენთე. შენ კეთილო, შენ ლამაზო მთას რომ ძრავდი ლექსებით, ჩვენგან განუშორებელო, ჩვენს გულს მუდამ შერჩები. ვისაც ნატრობს საქართველო, ცეცხლად აღარ ინთება, ჩვენთან მოდის ჯავრად, სევდად, მოდის თოვლის ფიფქებად. მონატრება აღწევს ჩვენთან, აღწევს აღარ გვეშვება, სიყვარული მოგვაფრქვიე გაუხუნარ ლექსებად. დღეს ჩვენს გვერდით აღარა ხარ, შენით მაინც ვდიდგულობთ, საამაყო პოეტო, ზეცას კიბით მიდგმულო. ჯავრი გაგყვა ვენახის ჭიგოდაუსობელის, საჟნიან მხრებს აწვა ვალი შვილისა და მშობელის. სანთელი ხარ ჩვენს გულებში მარად ჩაუქრობელი და დღესაც გვწვავს შენი ლექსი ცეცხლად მანათობელი. შენი ბოლო გედის მღერა, იქ ზარზმასაც სწვდებოდა, ვინც ქვეყანას უკვდებოდა მამულისთვის კვდებოდა. სულ გიგონებთ, სულ გვახსოვხარ, ჩვენო ზურაბ, ძმაო ჩვენო, რა იქნება, ბიჭო, ერთხელ სიზმარშიაც მოგვეჩვენო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი