ყავისფერი თვალები
ერთ დღესაც როდესაც გრძნობებისგან დაღლილი, სიგარეტს მოუკიდებ და გათოშილი ხელების გათბობას შეეცდები, უცებ წამიერად გაგიელვებ გრძნობებად, ალბათ იმიტომ რომ ერთ დროს მე ვათბობდი შენ ხელებს. მძიმედ მოთავსდები სავარძელში. თვალებს დახუჭავ, წამწამები ძალიან ძლიერად დააწვება შენს ყავისფერ თვალებს, უკვე ყველაფრისგან დაღლილს, წამწამების სიმძიმეც კი შეგაწუხებს. სადღაც შორს ფიქრები გაგიტაცებს, აი იქ წახვალ სადაც ერთდროს ვაპირებდით წასვლას, ამ დროს ისევ გაგიელვებ გრძნობებად და შენ შეეცდები თვალის გახელას, მაგრამ წამწამების სიმძიმე არ მოგცემს ამის უფლებას და გაიძულებს იფიქრო ისევ, იმ სამყაროზე სადაც ერთ დროს ვაპირებდით წასვლას, მე და შენ. ერთდროულად გული გამალებით გიძგერს და თან გაჩერებულია, ვერ ხვდები გინდა თუ არა ამ სამყაროს დატოვება და ისევ მიწიერ ცხოვრებასთან დაბრუნება,მაგრამ შენ იქაც მიმატოვებ, ფიქრებშიც კი მარტო დამტოვებ, იმიტომ რომ არასდროს ვიყავით მე და შენ, ჩვენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი