ზღვა
ზღვა- უხეშად რომ ვთქვა დიდი რაოდენობით ,,წყალი,, შემდგარი სხვადასხვა სახის მინარევებისგან. აი რბილად რომ ვთქვათ სიამოვნებისა და თავისუფლების დიდი ნაკადი. მთები და ბუნებაც მიყვარს, მაგრამ ზღვასა და მთებს შორის მაინც უდიდესი განსხვავებაა, ყველაზე მარტივი და პრიმიტიული განსხვავება კი, ამ ორს შორის, თავისუფლების აღქმაა. მარტივად რომ ვთქვა არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ თითქოს ,,მთებშია თავისუფლება,, თავისუფლების მოყვარულებს არუყვართ შენოსაზღვრული გარემო, აი მთები კი სწორედაც მაგის ილუზიას ქმნის. როცა ირგვლივ მთებია, მექმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს შემოსაზღვრულ ნაწილში ვარ, თითქოს იმის იქით არის რაღაც რაც აუცილებლად უნდა ვნახო, მაგრამ არა, ეს უზარმაზარი მთები ისე გარტყამს გარს, როგორც ციხის ოთხი ცივი კედელი, ბოლოსდაბოლოს ამ დროს ჰორიზონტი არარსებობს. და ზღვა? ზღვა უსასრულობის შეგრძნების აღქმისათვის ყველაზე კარგი საშუალებაა, თითქოს, უსასრულო სივრცეში იკარგები, გრნობ თავისუფლებას, ზღვის ტალღების ხმა კი ცალკე სიმფონიაა, რომელიც უფრო გეხმარება ამ სილამაზის აღქმაში. ამიტომ ჩემი აზრით ზღვის სიყვარული ნიშნავს თავისუფლების სიყვარულს. თუმცა ეს სახიფათო ,,წყალი,, ყველასთვის როდია თავისუფლების აღქმის საშუალება, თავისუფლების აღქმას ადამიანები ოთხ კედელშიხ ახერხებენ, მთავარია შინაგანად იყო თავისუფალი, და ამ გრძნობას ვერც მთები, შეგიზღუდავენ და ვერც კედლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი