ნოემბრის ბოლო
ნოემბრის ბოლოა. ჩემი სულის სიცივეს ჰარმონიულად ერთვის ფანჯარაზე წვეთებად დადებული ყინული, ამინდიც შესაფერისად ერთვის ჩემს გულის ცემას. წყნარად, მაგრამ მძიმედ ქრის ქარი. ისეთი ამინდია თითქოს მეორედ ასეთი არასდროს იქნება და რა თქმა უნდა ყოველი დღე განსხვავდება შენი ემოციებისგან განსხვავებით შენ, ყოველდღე ერთნაირად ფერმკრთალი და დაბნეული ხარ. გცივა სულშიც. თითქოს ხეებს რომლებსაც ფოთლები თითქმის აღარ შერჩათ, მაინც ამაყად აქვთ ფესვები გამდგარი, მაგრამ მაინც ამოვარდნას ლამობენ შენი გული მსგავსად. ასეთი ამინდები იცის ნოემბერმა და შენმა ბუნებამ, ალბათ იმიტომ რომ უკვე ნოემბრის ბოლოა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი