და თუ ვერ გავთბი.


დღეს, ამ სუსხიანი ზამთრის დილას დეკემბრის თვეს, რომ ახლავს თან, შენ ისევ ისეთი მზიანი თვალებით შეეცდები ყინულის გადნობას.
თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ დეკემბრის ეს სუსხი ისეთივე გარდაუვალია, როგორც შენი ბრძოლა, ამ ცივ დღეებთან.
დაორთქლილ მინაზე მოხატავ მზეს და ბავშვურად შეეცდები გაფერადებას,
ეს ფერადოვნება კი რეალურად დაგანახებს იმ სიბნელეს,რაც შენი დაორთქლილი ფანჯრის მიღმაა.
ზამთრის სუსხი გამიღმერთდა სულში, არც ის მოსალოდნელი სითბო ალღობს ყინულს, რაც შეიძლება გაზაფხულს მოჰყვეს.
მე ხომ ვთქვი გამიღმერთდა თქო.
აღარ დათბება, და თუ დათბება, მაშინ მე ვერ გავთბი.

დღეს,მე ამ სუსხიანი ზამთრის დილას დეკემბრის თვეს, შევეცდები კვლავ განათებას.
შევებრძოლები კვლავ ამ სიცივეს.
დაორთქილ მინაზე მოვხატავ მზეს და დავინახავ მე განათებას.
და თუ დათბება? და თუ დათბება, როგორ მოვთხოვო ამ სუსხს პასუხი მე თუ ვერ გავთბი?
და თუ ვერ გავთბი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი