და მაინც...


ცხოვრებამ რამდენჯერ მომიწყო გამოცდა 
და მაინც...და მაინც ვერ დამცა ეშმაკმა,
რწმენა და იმედი უფლის ვერ წამართვა,
არადა რამდენჯერ, რამდენი ეცადა.

უფლისკენ მიმავალ კიბეზე რამდენჯერ,
უკანსვლით მივლია და მაინც აღვმდგარვარ,
რადგანაც ეშმაკის მონა და მსახური
გულით და გონებით არასდროს გავმხდარვარ.

დღე და ღამ ღვთისმშობლის კალთის ქვეშ მძინარე,
ქედს ვიხრი,შემინდეთ,ცოდვილი გახლავარ,
რამდენჯერ დავეცი,იმდენჯერ უფალმა
ჩამჭიდა ხელი და კვლავ ფეხზე დავმდგარვარ.

                                                                      ა.ბეღელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი