გალა
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება. ჩემი ყველა ცოდვის მძიმე სატკივარი მაგონდება. მახსოვს, როგორ შევიყვარე, შესაყვარად უვარგისი, როგორ ვკარი ხელი მართალს, დავიცავი უმაქნისი. როგორ მძულდა, ანარეკლი, ზღვის ტალღებში მოლივლივე, ღმერთო, ერთი ჩემისთანა ცოდვიანი მომივლინე. ეხლა, როცა ჩემს სარკმელთან, მთვარის შუქი ილექება, რატომ, რისთვის მაგონდება, არ შემდგარი ის შეხება. რატომ ფიქრობს გონი იმას, რისი გრძნობაც ჩემს გულს უჭირს, ღმერთო, როგორ მეშინია, არ გამოვდგე ბოლოს ფუჭი... ყველა ჩემი ნათენები ღამე, უცებ რომ გათენდეს, ჩემი ხელით მოხატული ტილოები რომ გათეთრდეს, ამ ფურცლებზე, ნაომარის ნატყვიარი თუ გაქრება, არც კი მინდა, არც კი მინდა, წამით, ამის გაფიქრება! მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. და თუ იგი, ჩემთან ერთად, ფიქრად ისევ დაიღვრება, თანახმა ვარ, მომაგონდეს, არ შემდგარი ის შეხება..
მასალის გაზიარება დაუშვებელია.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი