:))
ფსევდო შუქი, სევდას ფსევდოდ სანამ ისევ აყუჩებს, ღამ-ღამობით, მთვარე მითვლის დაგროვებულ მარყუჟებს. სანამ ისევ შემიხორცდა ფსევდოდ მთელი იარა, თავს მახსენებს, მაწერინებს, სანამ გადამიარა... ჩამოვტოვებ სინათლის გზას, აღარ დამრჩა მეტი გზა, ისე მტკივა, ღამეს ისევ მეგზურობა ეღირსა. დაბარბაცებს გონებაში მთვრალი გალაკტიონი, ჭიქა ღვინო, წიგნაკი და მბჟუტავი ლამპიონი. შინაარებს აღარ ვეძებ ლექსის ბოლო აბზაცზე, აირია დრო და კვალი ჩემი მაჯის საათზე. უმთავრესად, აღარ ვეძებ სამყაროსგან სამიზნეს - უკვე მივხვდი, იმიერში ხელოვნად რომ დამნიშნეს. და მე, როგორც აზრთა მწერალს, ბედი, მეტად კარგი მაქვს, სადარდელის რიგს ვცდები და უღიმღამოდ ვაწვდი საშვს, ვიმარაგებ... ფსევდო შუქი ფსევდოდ კარგად აყუჩებს, მაგრამ ღამე კვლავ მახსენებს, დაგროვებულ მარყუჟებს.
მასალის გაზიარება დაუშვებელია.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი