^_^


ვერ დამეწევით... თუნდაც ფიქრებით იფრინოთ მაღლა.
ვერ მომერევით, მხოლოდ და მხოლოდ მოგიწევთ დაღლა.
ცას ისევ სცივა, წვეთებად გესვრით სიმართლის ფიცებს, 
თქვენ, ისევ ცოცხლობთ, მე კი სიცოცხლის მტკიცება მიწევს.

ვერ დამამრცხებთ, უკვე წლებია ეშმაკის კართან, 
გადმომაფარა მაღალმა ღმერთმა სიკეთის კალთა.
ცივი გონება, ცხელი ფიქრების შერევას ლამობს, 
არ დავეცემი, ვფიცავ, არასდროს წავაგებ ამ ომს.

ვერ გადამთელავთ, ჩემში სისხლი თქვენზე მეტია, 
ჩემი მუზები, ამ ფურცლებზე არ დაეტია, 
მაგრამ როდესაც კარიბჭეზე გამოჩნდა მთვარე, 
ბინდით მოცული განზრახვები, კვლავ დავითვალე.

ჩემში ცოდვები,  თქვენს ცოდვებზე უფრო დიდია,
მაგრამ ისინი, დამშვიდობების შემდეგ მიდიან.
მე, არ მაწამებს ჩემი წარსულის უკვდავი ლანდი,
მხოლოდ აწმყოსი, მხოლოდ მომავლის შემომრჩა დარდი.

ვერ დამეწევით... თუნდაც იფრინოთ ფიქრებით მაღლა.
ვერ მომერევით, მხოლოდ და მხოლოდ მოგიწევთ დაღლა.
ახალი დღეა და როგორც წესი სიკვდილი მიწვევს,
თქვენ, ისევ ცოცხლობთ,  მე კი სიცოცხლის მტკიცება მიწევს!

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი