♥️
მოირბინე მინდორ-ველი, იბორბალე ბორბალო, შენს ნაკვალევს გამოვყვები და მეც უმალ მოვალო, წამიყვანე იქითკენ რომ არვის არ ახსოვანო, იბორბალე, იბორბალე, მომავალის ბორბალო. ცას ნუ ეძებ, ბალახებში აშრიალე ხელები, იბორბალე, აღმართებში თავად მოგეშველები. ეგე, გახე, რამოდენა დაგვრჩენია ველები იბორბალე, გვეწევიან მეზობელი მსვლელები. ნაბიჯ-ნაბიჯ მატყუებდა იმოდენა წარსული, ტყუილში ვერ დაგვაეჭვა მე და კიდევ ცხრა სული, ვბორბალებდი, ვბორბალებდი, მომავალთან გასული - ვეღარსად ვერ დავინახე წარსულიდან ასული...
მასალის გაზიარება დაუშვებელია.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი