))


მომიტევეთ,
ვერ შევძელი გიღიმოდეთ ყველას.
მომიტევეთ, თუ ოდესმე, აგარიდებთ მზერას,
თუკი, ვინმეს სილუეტი არ მეამა თვალში,
მომიტევეთ, თუმცა გულში უმიზეზოდ არ გშლით.

თუკი, თქვენთვის ვერ ვიყავი კარგი მეგობარი,
თუკი, თქვენს ხმალს მოვაგებე ნაომარი ფარი,
ჩემს სახეზე, თუ ვერ ნახეთ მრისხანების განცდა,
მომიტევეთ,
თქვენი ხმალი თუ შემთხვევით ამცდა!

თუ, თქვენი მზის სანათებლად, ვერ გავწირე მთვარე,
გულგრილობას მლიქვნელობა თუ ვერ მოვაყარე,
სიყვარულის სახვეწნელად ვერ ჩავდექი რიგში,
ვერ ვიცხოვრე, უცხო თვალის დაწუნების შიშში!

მომიტევეთ, 
თუ არ მჯერა თქვენი სიკარგისა...
რადგან ძლიერ დამიმძიმდა კაცის ცნობის ქისა.
თუკი, თქვენი ფრთების გამო ანგელოზად არ გთვლით,
მეც გპატიობთ და თქვენნაირს, კიდევ ბევრჯერ დავთვლი.

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

2 კომენტარი

რა კარგია

ვაჰ,ეს რაღაც კარგია :)))

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი