.
დავრჩები, ისევ, ღმერთივით მარტო, ისევ ვიფიქრებ ბევრს. დარჩენილ ნოტებს, რომელიც მართობს, აღარ გავუწმენდ მტვერს. აღარ ვიქნები უწინდებური, აღარ შევისხამ ფრთებს, და ამ ზღაპრული სამყაროს ირგვლივ ამოვიქარგავ მთებს. კვლავ წავიკითხავ ჭილაძის ლექსებს, აღარ გავაღებ კარს. თუ ვინმეს ხატი ხმლად გადამექცეს, ისევ დავიჭერ ფარს. ბინდს გადავაკრავ, რაც იყო წმინდა ისევ ავიხვევ თვალს, თუკი, წარსული ამ აწმყოდ ღირდა - ახლა ვუბრუნებ ვალს. და ვრჩები, ისევ, ღმერთივით მარტო, და ისევ ვფიქრობ ბევრს. ამდენ სიკვდილში, ნოტები მართობს ნოტები მაინც ძლებს.
მასალის გაზიარება დაუშვებელია.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი