შიში..


ზოგჯერ მგონია რომ ჩემი თავი დავკარგე..ის ანა დავკარგე რომელსაც ყველასთვის პოზიტივი მოჰქონდა შეიძლება არასდროს ვყოფილვარ პოზიტიური მაგრამ თავისუფალი,უდარდელი მაინც ვიყავი
ახლა კი ყოველდღე რაღაც უხილავი ძალა,ზიზღი,დეპრესია მახრჩობს, შიში იმისა რომ ის სხვაში გამცვლის შიში იმისა რომ საკუთარ თავს ვერასდროს ვიპოვი, შიში იმისა რომ ჩემ თავს საბოლოოს დავკარგავ სხვის გამო…კარგია ამას მაინც რომ ვხვდები ზოგი ადამიანი დაუფიქრებლად კარგავს საკუთარ თავს, მინდა რომ ისევ ის უდარდელი გოგო ვიყო რომელსაც ყველაფერი “ფეხებზე ეკიდა”,რომელსაც თითქოს საკუთარი თავი ნაპოვნი ჰქონდა,მხოლოდ თითქოს რადგან მეთვითონაც არვიცი რის პოვნაზეა საუბარი,რაღაც მინდა რაც გულს და სულს შემივსებს ისე მაგრძნობინებს თავს რომ საბოლოოდ ვიპოვე ჩემი თავი, მაგრამ მეშინია მასშიც არ დავიკარგო და საბოლოოდ იმედები არ გამიცრუვდეს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი