წარსულის ტკბობაში დავიწყებული აწმყო


ისევ მარტო დავრჩი,მარტო წარსულის მომავლის და აწმყოს ფიქრებში მეშინია რომ ის ერთი ადამიანი ვინც ჩემს თავზე მეტად მიყვარს არ დავკარგო..მეშინია რადგან სწორედ ის გახდა ჩემი მთელი სამყარო..ყველაფერი ერთად მაწვება ის პირველი წამები როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით ის ჩახუტება,ისიც როცა სახეზე ნაზად მკოცნიდი მაშინ ყველაფერი გულუბრყვილო..ნამდვილი…ნაზი ჩანდა ახლა კი მეშინია რომ ის სინამდვილე და ყველაფერი დავკარგო ნოსტალგია მაწვება ყოველდღე და ვცდილობ ჩემი ძველი თავი დავაბრუნო ალბათ ყველა ასე ფიქრობს..ან არა, მაგრამ მე მაინც მადლიერი ვარ იმ წამების რაც თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინებდა რომ შემეძლოს დავბრუნდებოდი და ყველა მომენტით ვისიამოვნებდი, შეუძლებელია ვიცი,მაგრამ ახლაც კი მახსენდება ის ყველაფერი და თანდათან ქრება კადრები ის კადრები რაც უწინ ჩემი აწმყო იყო ქრება ის სურნელი,ღამე,ის სკამი სადაც მხოლოდ მე და შენ ვისხედით…ქრება ის ბავშვობა, ის პირველი წამები, ის გულის აჩქარება როდესაც ჩემს სახესთან ზედმეტად ახლოს იყავი და ყველაფერი ჩერდებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი