უწყვეტი ბრძოლა


რამდენი წელი გყავდა შიმშილში,
რომ ობით გაჟღენთილ პურზეც გიჩოქებს,
რამდენი ხანი გახრჩობდა ტკივილში,
რომ თვალის სიმშრალის ფასად გიმონებს.

რამდენი პური წაართვი ღატაკ ხალხს,
რომ გამოგეკვება შენი უძღარი კუჭი,
კიოდა ხალხი, უსმენდი მათ ხრიალს,
შენ კი ჭამდი მათ პურს და დუმდი.

აჭამეთ ღორს სანამ კუჭი გაუსკდება,
გასანსლეთ კაცი რომელიც გართმევდათ პურს,
აწამეთ მანამ სანამ მას ხმა ჩაუწყდება,
წაართვი ხმა იმას ვინც ისედაც დუმს.

ანბანი რომელიც მტრის სისხლით დაწერეს,
რატოა მათი ვინც  ადიდებს მტერს?
კაცი რომელიც ობით გატენეს,
უწერს სამშობლოს სისხლით დაწერილ ლექსს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი